ლოტო 6/36
ლოტო 6/36-ის ძველი შედეგები და გამარჯვებული რიცხვები
ლატარიის გათამაშების თარიღი | :გამარჯვებული რიცხვები: | |
---|---|---|
სამშაბათი 1 ოქტომბერი 2019, 8:40pm | 09 12 17 18 26 32 03 | |
პარასკევი 27 სექტემბერი 2019, 8:40pm | 02 11 21 23 26 32 13 | |
სამშაბათი 24 სექტემბერი 2019, 8:40pm | 10 13 17 25 29 30 03 | |
პარასკევი 20 სექტემბერი 2019, 8:40pm | 00 00 00 00 00 00 | |
სამშაბათი 17 სექტემბერი 2019, 8:40pm | 04 10 13 22 24 29 20 | |
პარასკევი 13 სექტემბერი 2019, 8:40pm | 03 14 15 25 31 36 06 | |
სამშაბათი 10 სექტემბერი 2019, 8:40pm | 03 08 12 15 32 34 13 | |
პარასკევი 6 სექტემბერი 2019, 8:40pm | 05 12 13 20 29 32 07 | |
სამშაბათი 3 სექტემბერი 2019, 8:40pm | 06 09 13 22 24 30 15 | |
პარასკევი 30 აგვისტო 2019, 8:40pm | 01 02 16 22 30 35 25 |
ლოტო 6/36-ის შედეგების არქივი მოიცავს პერიოდს 20-03-2018 8:40pm GET-დან ბოლო ლატარიამდე. თქვენ მხოლოდ სწორი თარიღი უნდა აირჩიოთ სიიდან.
ლოტო 6/36-ის ცხელი და ცივი რიცხვები
ლოტო 6/36-ის ცხელი რიცხვები არიან ის რიცხვები, რომლებიც ხშირად ჩნდებიან ლატარიის გათამაშების დროს. ლოტო 6/36-ის ცივი რიცხვები კი ის რიცხვები, რომლებიც ჩნდებიან იშვიათად. ზოგი მოთამაშე ამ სიხშირის გამო სპეციალურად ირჩევს მათ, რადგან მიაჩნია, რომ მათი თავიდან გამოჩენა მხოლოდ დროის საკითხია.
ლატარეა 6/36 - ზოგადი მიმოხილვა
ლოტო 6/36 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გათამაშებაა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. პირველი გათამაშება 2018 წლის 17 მარტს შედგა. გათამაშების ბილეთების შეძენა მომხმარებლებს შეუძლიათ, როგორც ლატარიის ბილეთების გასაყიდ სპეციალურ ჯიხურებში, ასევე სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის დახმარებით და მისი ღირებულება 2 ლარს შეადგენს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თავად კომპანიის ვებ-გვერდზე, სადაც საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია, რაც გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შეყვანას, ასევე თქვენ მიერ არჩეული იღბლიანი რიცხვების დაფიქსირებას სისტემაში და თქვენი შესაბამისი ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას, რადგანაც ქართული კანონმდებლობის თანახმად, გათამაშებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 18 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ.
თამაშის წესები
კომპანიის საიტზე ანგარიშის შექმნისა და ვერიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გათამაშებაში. ამისათვის საჭიროა თქვენს სახელზე არსებულ ვირტუალურ საფულეზე შეიტანოთ თანხა. საფულის შევსება პლასტიკური ბარათებით ან გადახდის აპარატებით არის შესაძლებელი, შესატანი თანხის მინიმალური მოცულობა არის 2 ლარი, მაქსიმალური - 5000 ლარი. თავად გათამაშების ბილეთი შედგება მომხმარებლის მიერ არჩეული ექვსი რიცხვისაგან, რომელთაგან ყველას გამოცნობის შემთხვევაში იგებთ ჯეკპოტს. ლოტო 6/36-ის 6 რიცხვიანი კომბინაცია შესაძლებელია შეირჩეს 1-დან 36-მდე რიცხვების შუალედში (1-ისა და 36-ის ჩათვლით). აღსანიშნავია ისიც, რომ სისტემა გაძლევთ საშუალებას ავტომატურად დააგენერიროთ რიცხვების კომბინაცია, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ გაკეთებულ არჩევანს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მთლიანად ალბათობის კანონებს გინდათ დაეყრდნოთ.
ლატარეის მოსაგებად საჭიროა, რომ სწორად გამოიცნოთ მინიმუმ სამი ძირითადი და ერთი ბონუს რიცხვი.
გათამაშება წინასწარ გადაიცემა სატელევიზიო ეთერის საშუალებით ყოველ სამშაბთსა და პარასკევს 20:00 – 21:00 საათის შუალედში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის საშუალებით. თამაშის მიმდინარეობის პროცესში ლოტოტრონი ავლენს 6 ძირითად და ერთ ბონუს რიცხვს. ბონუს რიცხვი ერთგვარი წახალისებაა მომხმარებლისთვის, რადგან ის დამატებითი მოგების საშუალებას აძლევს ერთგულ მოთამაშეებს.
საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია ლოტო 6/36-ის გათამაშების ორ სახეობას გთავაზობთ. ერთია „ლოტო 6/36 სტანდარტი“, რომელიც მოიცავს 6 რიცხვიან კომბინაციას, და „ლოტო 6/36 სტანდარტ+“, რომლის დროსაც კობინცია მიიღება 6-ზე მეტი და არაუმეტეს 15 რიცხვის საშუალებით.
თამაშის საპრიზო ფონდი გათამაშების ბილეთების გაყიდვიდან შემოსული ჯამური თანხის არანაკლებ 50%-ს შეადგენს და იგი ნაწილდება 6 საპრიზო კატეგორიასა და სარეზერვო ფონდზე.
არსებობს გარკვეული რეგულაციები ბილეთების შეძენის დროს, კერძოდ, სატელევიზიო ეთერის დაწყებამდე არაუმეტეს 30 წუთით ადრე წყდება გათამაშების ბილეთების გაყიდვა, ხოლო ახლების შეძენა შესაძლებელია გათამაშების დასრულებიდან არაუმეტეს 30 წუთის განმავლობაში.
წარმატების შემთხვევაში მოგებული თანხის განაღდება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. იმ შემთხვეაში თუ ხართ ინტერნეტმომხმარებელი და საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის ვებგვერდზე თქვენი ანგარიშით ერთხელ მაინც გაქვთ შესრულებული შესყიდვის ოპერაცია ნებისმიერი პლასტიკური ბარათით (ვიზა, მასტერქარდი), შეგიძლიათ, მოგებული თანხა ამავე ბარათზე მიბმულ ანგარიშზე გადარიცხოთ. იმ შემთხვეაში თუ არ გაქვთ ინტერნეტ ანგარიში და გსურთ ნაღდი ფულის მიღება, შეგიძლიათ, მიაკითხოთ, საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის სერვისცენტრებს ან „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს. მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია გათამაშებიდან 60 დღის განმავლობაში.
მოგების ალბათობა
მიუხედავად იმისა, რომ ჯეკპოტის მოგების ალბათობა შეიძლება არც ისე მაღალი მოგეჩვენოთ, საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია გთავაზობთ ხუთ საპრიზო კატეგორიას, გარდა ჯეკპოტისა, რომელშიც შეიძლება იღბლიანი აღმოჩნდეთ. მას შემდეგ რაც აირჩევთ თქვენთვის სასურველ 6 რიცხვს, შესაძლებელია, წარმატებას მიაღწიოთ შემდეგი რიცხვების გამოცნობით:
- 1) 6 ძირითდი რიცხვის გამოცნობა (ჯეკპოტი)
- 2) 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვის გამოცნობა
- 3) 5 ძირითადი რიცხვის გამოცნობა
- 4) 4 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვის გამოცნობა
- 5) 4 ძირითადი რიცხვის გამოცნობა
- 6) 3 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვის გამოცნობა
რასაკვირველია, რაც უფრო მაღალია თქვენ მიერ გამოცნობილი რიცხვების რაოდენობა, მით უფრო მაღალი იქნება საპრიზო თანხა.
„ლოტო 6/36 სტანდარტ+“ გათამაშებისას, როდესაც შეყავთ მრავალჯერადი კობინაცია, მომხმარებელი არჩევს სულ მცირე 7 რიცხვს 1-დან 36-ის ჩათვლით, ხოლო ამ ციფრებიდან ლატარიის ცენტრალიზებული სისტემა აგენერირებს ყველა შესაძლო ექვსრიცხვიან კომბინაციას. მომხმარებლის წარმატების შემთხვევაში ბილეთი იგებს ექვსი საპრიზო კატეგორიიდან ერთ-ერთს.
ბილეთის ღირებულა იზრდება რიცხვებისა და კომბინაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად.
ჯეკპოტები და სხვადასხვა პრიზები
2019 წლის 14 ივნისის მონაცემებით 6/36-ის გათამაშებაში ჯეკპოტი სულ ორჯერ იქნა მოგებული. ბოლო მოგება ეკუთვნის საქართველოს მოქალაქე ივანე სომხიშვილს, რომელმაც ბილეთი ავტომატური შერჩევის წესით შეიძინა 2 ლარად, სამაგიეროდ, კი მოგებული თანხის სახით, ჯეკპოტი, 547 235 ლარი მიიღო. იქამდე კი გათამაშების პირველი ჯეკპოტი მოიგო ლალი ზურაბიშვილმა 2018 წელს, რომელმაც მოგებული თანხის სახით 857 007 ლარი მიიღო, რაც თამაშის ისტორიაში ყველაზე დიდი მოგება იყო.