ლოტო 5/35 გამარჯვებული რიცხვები

ლოტო 5/35 არის 5 ლატარიის თამაში. მოიგეთ ₾154,779 ლოტო 5/35 ჯეკპოტი, თქვენ უნდა დააწყვილოთ 5 მთავარი რიცხვი.

ლოტო 5/35-ის ძველი შედეგები და გამარჯვებული რიცხვები

ლატარიის გათამაშების თარიღი (GET): გამარჯვებული რიცხვები:
გუშინ, ოთხშაბათი 27 მარტი 2024, 8:20pm 05 10 24 31 34
სამშაბათი 26 მარტი 2024, 8:20pm 08 10 14 16 33
ორშაბათი 25 მარტი 2024, 8:20pm 09 16 23 33 35
კვირა 24 მარტი 2024, 8:20pm 04 12 18 19 25
შაბათი 23 მარტი 2024, 8:20pm 01 03 26 34 35
პარასკევი 22 მარტი 2024, 8:20pm 03 12 13 16 29 gb
ხუთშაბათი 21 მარტი 2024, 8:20pm 04 07 20 23 29
ოთხშაბათი 20 მარტი 2024, 8:20pm 01 19 21 23 31
სამშაბათი 19 მარტი 2024, 8:20pm 08 09 16 18 31
ორშაბათი 18 მარტი 2024, 8:20pm 16 22 25 29 32

ლოტო 5/35-ის შედეგების არქივი მოიცავს პერიოდს 22-10-2018 8:20pm GET-დან ბოლო ლატარიამდე. თქვენ მხოლოდ სწორი თარიღი უნდა აირჩიოთ სიიდან.

ლოტო 5/35-ის ცხელი და ცივი რიცხვები

ლოტო 5/35-ის ცხელი რიცხვები არიან ის რიცხვები, რომლებიც ხშირად ჩნდებიან ლატარიის გათამაშების დროს. ლოტო 5/35-ის ცივი რიცხვები კი ის რიცხვები, რომლებიც ჩნდებიან იშვიათად. ზოგი მოთამაშე ამ სიხშირის გამო სპეციალურად ირჩევს მათ, რადგან მიაჩნია, რომ მათი თავიდან გამოჩენა მხოლოდ დროის საკითხია.

ცხელი რიცხვები
ცივი რიცხვები

ლოტო 5/35-ის ჯეკპოტის ისტორია

ჯეკპოტის ისტორიის ინსტრუმენტი საშუალებას მოგცემთ, იხილოთ ცვლილებები ლოტო 5/35-ის ყველაზე დიდი ჯეკპოტების დროს. ლოტო 5/35-ის შემდეგი ჯეკპოტის ანალიზისთვის გამოიყენეთ მონაცემები, შედარებები და პროგნოზები.

სავარაუდო ჯეკპოტი

ლოტო 5/35-ის რიცხვის გენერატორი

ლოტო 5/35-ის გენერატორი გვაწვდის უფასო იღბლიან რიცხვებს ლოტო 5/35-ის გათამაშებისთვის. თქვენ მხოლოდ უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი, დაბადების თარიღი და ლატარიის გათამაშების თარიღი, რომელშიც გეგმავთ მონაწილეობის მიღებას .

ზოგადი ინფორმაცია
გათამაშების ინფორმაცია

ზოგადი მიმოხილვა

„ლოტო 5/35“, იგივე „ოქროს ბურთის“ გათამაშება საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიამ 2018 წლის 28 ოქტომბრიდან დაიწყო. იგი საშუალებას აძლევს მომხმარებელს გათამაშებაში ჩაერთოს მხოლოდ ერთ ლარად და მოიგოს ასობით ათასი ლარი.

ბილეთების შეძება გათამაშებისთვის შესაძელებლია საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე lotto.ge, ასევე კომპანიის სერვისცენტრებში, ლატარიის ჯიხურებსა და ყველა სხვა დაწესებულებაში, სადაც ლატარიის ბილეთების ყიდვა არის შესაძლებელი.

თამაშის წესები

ბილეთის შესაძენად მომხმარებელი აუცილებელია იყოს 18 წელს მიღწეული და იმ შემთხვევაში თუ გათამაშების ბილეთს ყიდულობს ლატარიის კომპანიის ვებ-გვერდზე, ვერიფიკაციის გასავლელად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც იგი განათავსებს

ფულს კომპანიის ვირტუალურ საფულეზე ნებისმიერი პლასტიკური ბარათით ან გადახდის აპარატების საშუალებით.

ამის შემდეგ მომხმარებელი შედის „ოქროს ბურთის“ გათამაშების სექციაში და ირჩევს მისთვის სასურველ 5 რიცხვს ან სისტემას რთავს ნებას, ავტომატურად დააგენერიროს აღნიშნული კომბინაცია. დაინტერესებული პირებისთვის ვებგვერდზე ასევე მოცემულია სტატისტიკა ყველაზე ხშირად არჩეული და ყველაზე ხშირად გამარჯვებული ციფრების შესახებ, თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ და მხოლოდ ილუსტრაციის მიზნით არის შექმნილი და იგი არ ისახავს რაიმე სახის რეკომენდაციის გაცემას მომხმარებლისათვის რომელიმე კომბინაციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების თაობაზე. მას შემდეგ რაც აარჩევთ თქვენთის იღბლიან ციფრებს, ასევე მიუთითებთ ბილეთების რაოდენობას, სისტემა დაითვლის თქვენი შეკვეთის სრულ ღირებულებას, ხოლო თანხას პლასტიკური ბარათის საშუალებით გადაიხდით. მიღებული ბილეთი შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თამაშის დასახელება, ბილეთის ღირებულება, გათამაშების დრო, შესყიდვის თარიღი, თქვენი ბილეთის ნომერი და არჩეული რიცხვების კომბინაცია.

თავისი შინაარსით, „ლოტო 5/35, ისევე როგორც 6/36“ მარტივი გათამაშებაა, რითაც ის განსაკუთრებით იპყრობს მომხმარებელების ყურადღებას, რადგან მათ რიცხვების უბრალოდ კომბინაციითა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სერიოზული თანხის გამომუშავება შეუძლიათ. თამაში სატელევიზიო ეთერში ლაივ რეჟიმში ყოველდღიურად გადაიცემა, რომლის დროსაც ხდება ლოტოტრონის საშუალებით 5 რიცხვის გამოვლენა. რიცხვების შერჩევა ყოველგვარი შერჩევის გარეშე, ალბათობის პრინციპით ხდება და ეს პროცესი სრულად მექანიკურია. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოვლენილ 5 რიცხვს შორის ერთ-ერთი იქნება „ოქროს ბურთი“, ლოტოტრონი კიდევ ერთ ციფრს გამოავლენს. ხოლო „ოქროს ბურთი“ უმაღლესი საპრიზო კატეგორიის ანუ ჯეკპოტის ფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას.

ბილეთი ითვლება მოგებულად, თუ მომხმარებლის მიერ წინასწარ შერჩეული 5 ბურთი დაემთხვევა გათამაშებისას გამოვლენილ ციფრებს. მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია გათამაშების სატელევიზიო ეთერში გაშვებიდან 60 დღის განმავლობაში.

გამარჯვების ალბათობა და საპრიზო კატეგორიები

ჯეკპოტის მოგების საშუალო ალბათობა შეადგენს ერთს 12 000 626 შემთხვევიდან, მაგრამ ამ რიცხვა არ უნდა შეგაშინოთ.

იმისათვის, რომ გაიზარდოს გამარჯვების ალბათობა და კმაყოფილი კლიენტების რაოდენობა, საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს 5 საპრიზო კატეგორიას:

  • 1) ჯეკპოტი - 5 რიცხვის დამთხვევა და „ოქროს ბურთის“ პირველ ხუთ რიცხვს შორის გამოვლენა
  • 2) 5 რიცხვის დამთხვევა
  • 3) 4 რიცხვის დამთხვევა
  • 4) სამი რიცხვის დამთხვევა
  • 5) ორი რიცხვის დამთხვევა

თითოეული გათამაშების საპრიზო ფონდი შეადგენს გათამაშების დრომდე არანაკლებ 30 წუთით ადრე გაყიდული თითოეული ბილეთის საერთო ჯამური ღირებულების არანაკლებ 45%-ს, ამ თანხის განაწილება კი ხდება ზემოთ აღნიშნულ 5 საპრიზო კატეგორიასა და სარეზერვო ფონდზე.

საპრიზო ფონდი და გამარჯვებულები

2019 წლის თებერვლის მონაცემებით ოქროს ბურთის ჯეკპოტი 100 000 ლარზე მეტი იყო, ხოლო იმავე პერიოდში მეორე კატეგორიის საპრიზო ფონდი 48 000 ლარზე მეტი იყო.

ერთ-ერთი გამარჯვებული, რომელმაც მეორე საპრიზო კატეგორიაში გაიმარჯვა აცხადებდა, რომ მან ლატარიის მოგების მისეული სტრატეგია შეიმუშავა და ერთგვარ კანონზომიერებასაც მიაკვლია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მას ამისთვის გათამაშებაში რეგულარულად მონაწილეობა დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ მისი ერთგულებაც დაფასდა.

როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული წესდებიდან ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში თუ მოგებული თანხა 1000 ლარს აღემატება, იგი სახელმწიფო გადასახადების სუბიექტი ხდება. რაც შეეხება თანხის განაღდებას, ისევე როგორც „ლოტო 6/36“-ის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგებული თანხის რეალიზაცია მოახდინოთ პლასტიკურ ბარათზე, რომელიც ლატარიის კომპანიის ონლაინ სისტემაზე არის მიერთებული ან შეგიძლიათ, მიაკითხოთ კომპანიის სერვის ცენტრებს ან „თიბისი ბანკის“ ფილიალებს.

პრიზების შეცვლა

ერთი-ერთი ყურადსაღები ფაქტი, რომელიც მოთამაშისთვის შეიძლება საინტერესო ინფორმაცია იყოს, არის ის, რომ სისტემა შეცდომებისგან არ არის დაზღვეული. საქართველოს ლატარიის კომპანია აღიარებს, რომ ასეთი სისტემური ხარვეზი შეიძლება იყოს ლოტოტრონის მიერ არჩეული რიცხვების სიტემაში არასწორად ასახვა, ან ბილეთისთვის არასწორი საპრიზო კატეგორიის მინიჭება. ასეთ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, რომ მოახდინოს კორექტირება და შესწორებული თანხა გადასცეს გამარჯვებულს, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი შემთხვევების რაოდენობა ძალიან ცოტაა.

„ლოტო 5/35“ რჩება ლატარიის ეროვნული კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წამოწყებად. 2019 წლის 25 სექტემბერს გათამაშების 339-ე ტური გაიმართა, რომელშიც ჯეკპოტი შეადგენდა 152 495 ლარს (ნული მოგება), ხოლო საპრიზო ფონდი 585 ლარი განაწილდა 5 გამარჯვებულს შორის.

მეტი ევროპული ლატარიები